აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.
მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.
დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.
აკნე ჰორმონდამოკიდებული კანის დაავადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ახასიათებს გამონაყარი სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე. ამ დაავადებას ზოგჯერ “გარდატეხის ასაკსაც” უწოდებენ, რადგანაც ეს პრობლემა ძირითადად გარდამავალ ასაკში ჩნდება და მოზარდებს სერიოზულად აწუხებთ. ის, რომ თინეიჯერებს მეტად აწუხებთ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – აკნე მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს, გარდატეხის ასაკში მყოფ პირთა შორის კი – 80%-ს, ანუ ახალგაზრდებში ოთხჯერ უფრო ხშირია.
დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები