ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ახლა ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს… . ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის…“-გიორგი ფხაკაძე

„ახლა ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს… . ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის…“-გიორგი ფხაკაძე

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ზოგიერთი ჩემი კოლეგას და ე.წ. ექსპერტებს მივმართავ, – არ გინდათ ფხაკაძეზე ნეგატიური ინფორმაციების გავრცელება. ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდოთ, ფხაკაძეს არ დაუჯეროთ, სისულელეებს ლაპარაკობსო, – სასაცილო და ფუჭი ქმედებაა, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.

მე მხოლოდ ერთი თანამდებობის პირზე ვთქვი კატეგორიულად მკაცრად, რადგანაც მართლა იყო სათქმელი, დანარჩენებზე არაფერს ვამბობ, კოლეგები ვართ, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდი იმ ინფორმაციას, რაც იმ დროისთვის არის უახლესი და რელევანტური.

ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის (ზოგჯერ 2 კვირის) შემდეგ ფხაკაძის ნათქვამი მართლდება. რამდენი მაგალითი გაგახსენოთ?!

მე რომ პირველმა დავიწყე სამედიცინო პირბადის პროპაგანდა, მაშინ ზოგიერთები დოლბანდის პირბადეს არეკლამებდნენ. გითხარით, – მეორე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებოდა, მესამე კი აპრილში. ასევე ახდა, – ზამთარში საქართველოში ვაქცინაცია ვერ დაიწყებოდა. გეუბნებით, მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. სიმართლე ჩემი ბრალია?!

შესაშინებლად კი არა, იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანები მოემზადონ. რეინფიცირებაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ზოგიერთი კოლეგა დამესია. აღმოჩნდა, მართალი ვყოფილვარ. ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზაა გასაკეთებელი-თქო. დამესივნენ, ახლა ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს. კორონავირუსით ინფიცირებისას სპერმის პრობლემებზე რომ ავლაპარაკდი, გამლანძღეს, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა!

ჩინური ვაქცინა არ ვარგა და როგორ ვთქვა, რომ კარგია?! სეიშელის მაგალითი სახეზეა. გაერთიანებული ემირატების კვლევებით რომ ყველაფერი გადასარევადაა „სინოფარმზე“, რატომ?! იმიტომ, რომ გაერთიანებულ ემირატებშია ქარხანა, სადაც იწარმოება ეს ვაქცინა. მარტივია. არ დაგავიწყდეთ, ემირატები დიქტატორული ქვეყანაა.

ანდა, ტაილანდი რომ ძალიან აქებს „სინოვაკს“, რატომ? ტაილანდშია ამ ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა. აქაც მარტივადაა საქმე.

ვიცი, ვერ იტანენ, რომ ვარ დამოუკიდებელი, უკონტროლო, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის მხარეს. ზოგიერთი მეჩხუბება, რას გვაშინებ პანდემიის ტალღებითო. მე ვაკეთებ?! ამ ტალღებს აკეთებს ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ეპიდემიას ვერ მართავს.

ჩემი თუ არ გჯერათ, მწარმოებელ ქვეყანას დაუჯერეთ – უკვე თავად ამბობენ, – ჩინური ვაქცინის მესამე დოზაც გასაკეთებელია. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, მაშინ, როცა 170 მლნ დოზა დასაწყობებული აქვს?! დანიამ „ასტრაზენეკაზეც“ უარი თქვა და „ჯონსონზეც“.

კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, საქართველოში იყოს ფაიზერის ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
ნაძალადევი — ძველი უბანი თბილისის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში

ნაძალადევი — ძველი უბანი თბილისის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები