კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ახალი მუტირებული შტამი… სიკვდილიანობის კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია“ – გიორგი ფხაკაძე

„ახალი მუტირებული შტამი… სიკვდილიანობის კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია“ – გიორგი ფხაკაძე

24/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საფრანგეთში კორონავირუსის ახალი მუტირებული შტამი დაფიქსირდა. ეს ვირუსის ფრანგული ვარიანტი – (VOC 20I/484Q) ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ საფრანგეთში.

დეკემბრიდანხდებოდა დაკვირვება, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, რადგან არც იყო საგანგაშო. მარტის თვეში ამ ვირუსზე წამოვიდა ინფორმაციები, ატყდა განგაში იმიტომ, რომ ვირუსს PCR ტესტივერ ადგენდა, ანუ ადამიანს ქონდა ვირუსი და ტესტი გეუბნებოდა რომ უარყოფითია. აქ უკვე ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი, – რაღაც უნდა ეღონათ. თუმცა მაშინაც არ გავრცელებულა ამის შესახებ ინფორმაცია. ახლა თქვენ იცით, – საფრანგეთი ერთი კვირაა გაიხსნა, ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და ქალაქი ბორდოში და პარიზის ჩრდილოეთ უბნებში მოხდა აფეთქება, გუშინ უკვე ამის შესახებ საჯაროდ გამოცხადდა. ვირუსის ფრანგული ვარიანტი ბრიტანულის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს.

რაც შეეხებასიკვდილიანობას, ამ კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია. არც ის არის ცნობილი, არსებული ვაქცინები რამდენად ეფექტურია ვირუსის ამ ვარიანტისთვის. აღმოჩნდა, რომ ამ მუტაციაში არის ნასახები სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიური ვირუსის. სიტუაცია ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა და იმ ადგილებში, სადაც მოხდა ეს აფეთქება მოსახლეობას შესთავაზეს მასიური ვაქცინაცია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ვაქცინები – „მოდერნა” და „ფაიზერი” როგორც ბრიტანულ შტამზე, ასევე ფრანგულ შტამზეც იმოქმედებს. სხვა, უფრო მეტი ინფორმაცია ამ ვირუსზე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დაახლოებით ერთ თვეში ალბათ მეტის თქმას შევძლებთ”, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები