მთავარი საზოგადოება „საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

„საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

0
„საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება
#image_title

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ამინდი კვლავ არასტაბილური იქნება.

მისი განმარტებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხოლო ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიცხისა, ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში ამინდი პერიოდულად შეიცვლება და მზიან ინტერვალებს ღრუბლიანობა და ადგილობრივი ნალექი ჩაანაცვლებს.

„მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მიმდინარე კვირაშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ზოგან კვლავ ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ იქნება“,- წერს კობა ფარტენაძე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here