მთავარი სამინისტრო „მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ – დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

„მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ – დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

0
„მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ – დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
„მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ - დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.

„სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. „მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ – დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here