მთავარი საზოგადოება „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან – დარგობრივი საბჭოების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, თავიდან ბოლომდე კოორდინირებული იყოს ბიზნესთან“-დავით სონღულაშვილი

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან – დარგობრივი საბჭოების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, თავიდან ბოლომდე კოორდინირებული იყოს ბიზნესთან“-დავით სონღულაშვილი

0
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან – დარგობრივი საბჭოების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, თავიდან ბოლომდე კოორდინირებული იყოს ბიზნესთან“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ დარგობრივი საბჭოების ფორმატი შექმნა, რაც ბიზნესთან აქტიურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. შევქმენით დარგობრივი საბჭოების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც კვარტალში ერთხელ ვიკრიბებით კერძო სექტორისა და შესაბამისი დარგების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე აქტიურად განვიხილავთ იმ მოცემულობას, რომელიც თითოეულ დარგში არსებობს.

ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში კერძო სექტორთან და რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, ასევე შედეგები, რომელთა მიღებაც გვინდა, თავიდან ბოლომდე იყოს კოორდინირებული ბიზნესთან. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რეფორმა იყოს მდგრადი, შედეგიანი და ხელშესახები.

სწორედ ამიტომ, ეს ფორმატი საკმაოდ საინტერესო და ეფექტიანია. ბიზნესს და თავად დარგის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, სამინისტროს მომსახურებების სრულ სპექტრზე იმსჯელონ. თუ რაიმე გადაწყვეტილება ან უკვე განხორციელებული რეფორმა საჭიროებს კორექტირებას, ამისთვისაც მზად ვართ და სწორედ ამ ფორმატში ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან – დარგობრივი საბჭოების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, თავიდან ბოლომდე კოორდინირებული იყოს ბიზნესთან“-დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%95%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here