მთავარი საზოგადოება მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას

მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას

0
მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ექსპერტი ქრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრნენ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინის მეორე წარდგენაა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია ასევე სასტუმროში „Ritz Paris“ გაიმართა.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here