ღვინის გლობალური მოხმარება 1957 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში 208 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაილია. ეს 2,7%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე და 14%-ით ნაკლები 2018 წელთან შედარებით.

OIV-ში ამ ტენდენციის მთავარ მიზეზებად ცხოვრების წესის ცვლილება და ეკონომიკური გაურკვევლობა დაასახელეს.

ორგანიზაციის მონაცემებით, გერმანიასა და აშშ-ში (რომელიც ღვინის გასაღების უმსხვილესი ბაზარია) მოხმარება წლის განმავლობაში 4,3%-ით შემცირდა. საფრანგეთში კლება 3,2%-ია, იტალიაში მოხმარება 9,4%-ით დაეცა. ყველაზე დიდი ვარდნა – 13% ჩინეთში დაფიქსირდა.

OIV-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ღვინის სმა უფრო მეტად დაიწყეს პორტუგალიაში, ბრაზილიასა და იაპონიაში.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის