შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულია ბოსტნეული კულტურების — პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ბროკოლის, სალათის ფოთლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ყაბაყის — ჯამში 300 000 ერთეული ჩითილი

ნინო კვარაცხელია
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე მეურნეობაში მაღალხარისხიანი ჩითილების რეალიზაცია დაიწყო.

რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა სუქნიშვილი.

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.

შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულია ბოსტნეული კულტურების — პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ბროკოლის, სალათის ფოთლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ყაბაყის — ჯამში 300 000 ერთეული ჩითილი.

საჩითილე მეურნეობაში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტისა და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საქართველოს რეგიონები და სოფლები. აღწერს კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიასა და სხვა კუთხეებს — ტრადიციები, ადამიანები, ბუნება.
კომენტარები ჯერ არ არის