მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.

ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება; აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.

წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.

გასულ წელს, ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები და სიმინდის მასივები, ხოლო თერმული ნისლით – 348 620 ჰა ტერიტორია, განთავსდა 208 444 ცალი ფერომონიანი დამჭერი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა. 28 აპრილი, 2026. https://shenisofeli.ge/მიმდინარე-წელს-მთელი-ქვე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network