საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან – Power BI – საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა  მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში.

ბიზნეს-ანალიტიკის პლატფორმა Power BI შექმნილია კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მიერ და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა.

მონაცემები მოიცავს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ, მათი ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ განახლებადი ინფორმაცია როგორც სტატიკური ცხრილების, ასევე ინტერაქტიული გრაფიკების, დიაგრამებისა და შედარებითი ანალიზის ფორმით.

სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორს (CORINE Land Cover), რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება მიწათსარგებლობის მონაცემების ერთიანი სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისათვის. კლასიფიკატორი საქართველოს მონაცემებს თავსებადს ხდის საერთაშორისო მონაცემებთან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მიწის რესურსების ანალიზზე მარტივი ხელმისაწვდომობა დაეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებასა და პროექტების მარტივად დაგეგმვაში, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს და მედიას ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში.

მონაცემები ხელმისაწვდომია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალსა (portal.mepa.gov.ge) და სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე https://land.gov.ge/Ge/Services/Databas

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. 11 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველოს-მიწის-რესურს/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network