აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის რეკომენდაციით ფინანსურ დახმარებას  ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, ასევე ეკომიგრანტების დახმარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება. 6 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/აჭარის-მთავრობა-ხანძრითა/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network