შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„კალმახს ფერის შესაცვლელად საკვებში პიგმენტს უმატებენ, რის გამოც მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ...

„კალმახს ფერის შესაცვლელად საკვებში პიგმენტს უმატებენ, რის გამოც მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ ორაგულს ყიდულობს“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფერმერები კალმახს საკვებში სპეციალურ პიგმენტს უმატებენ, რათა მისმა ხორცმა ფერი შეიცვალოს. რის გამოც ზოგჯერ მომხმარებელი შეცდომაში შედის და ორაგულის ნაცვლად შეფერილ კალმახს ყიდულობს. 

თევზის საკვებში კაროტინოიდების (პიგმენტების) დამატება ჩვეულებრივი პრაქტიკაა საქართველოში და მსოფლიოში. ბაზარს რასაც მოთხოვნა აქვს, პროდუქტიც შესაბამისად იქმნება. კაროტინოიდები შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. მაგალითად, ბუნებრივი პიგმენტი აქვს სტაფილოს, ჭარხალს, ზღვის წყალმცენარეებს. ხოლო თუ პიგმენტი ხელოვნურად არის შექმნილი, ეს უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

თუმცა აქ ყველაზე ცუდი არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. თუ ვიღაცას უნდა, რომ შეიძინოს ორაგული, გამყიდველი ვალდებულია უთხრას, რომ პროდუქტი არ არის ორაგული, არამედ კალმახია, რომლის ხორცის ფერი საკვებში პიგმენტის დამატების შედეგად შეიცვალა. რამდენად საზიანოა ამ პიგმენტის შედეგად შეცვლილი თევზის ხორცის მირთმევა – ამაზე კვლევა არ ჩატარებულა და დადგენილი არ არის. განაგრძეთ კითხვა

 

კალმახი თუ შავი ზღვის ორაგული - მარკეტინგული ხრიკები თევზის ბაზარზე -  ბიზნესი - Business-Partner.ge

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები