17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია – ყველაფერი რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
3 წუთიანი წაკითხვა
17 დეკემბერს ქართული სოფელი განსაკუთრებულ დღესასწაულს – ბარბარობას აღნიშნავს. ეს არა მხოლოდ რელიგიური დღეა, არამედ ღრმა სოფლური ტრადიციებისაც, როცა ლობიანის სუნით იავსება ყველა ქართული სახლი.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან. დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის