ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის...

„პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით“-დავით სონღულაშვილი

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საერთო სურვილი და შესაძლებლობები. ისრაელი სოფლის მეურნეობის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ლიდერი სახელმწიფოა“.
კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით.
ისრაელის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო რთული გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისი ქმედებებია საჭირო. ისრაელი ლიდერია წყლის რესურსების მართვაში, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და გარემოსდაცვით ინოვაციებში. საქართველო დიდ პოტენციალს ხედავს ამ სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებაში.
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ქნესეთის ახლადარჩეულ სპიკერთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საპარლამენტო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სექტორულ რეფორმებში.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ბიტანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაძლიერებაში. საქართველო მზადაა გააღრმავოს თანამშრომლობა ისრაელთან, რაშიც, თავის მხრივ, ქნესეთის საქართველო მეგობართა ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი დადებითი როლი ითამაშოს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესგარემო ორმხრივი თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას ქმნის. საქართველო ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმით მრავალ ქვეყანასთან სარგებლობს. ჩვენ განვაგრძობთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვიზიდავთ ახალ ინვესტორებსა და პარტნიორებს საქართველოში არსებული მზარდი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შევხვედროდით და აღსაყდრების 20 წლისთავი მიგველოცა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეჯამების დროს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები