ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა

8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.

N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.

„ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.

გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.

ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის – N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ „დიდებას“ გაივლის, ამჯერად სოფელ „დიდებაში“ მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.

გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.

მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები