ორშაბათი, იანვარი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო.

კალმახსაშენის სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაშია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები