ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამადრიდში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული პავილიონი პირველად იყო...

მადრიდში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „ბლუ ბერდ ბერიზ“, „გოლდენ ფარმს”, S.R.T, „აგროლეინი“, „აგრო ველი“, „ჯენტრი ინვესტმენტს“, „ალფაინ სფაისიზ“, „აგრითაჩი“, „ხონის პლანტაციები“ სტენდები.

გამოფენის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორ შოთა ცუკოშვილთან და ქართულ პავილიონში წარმოდგენილ ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან ერთად, მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდა. შეხვედრაზე ქართული მოცვის სექტორის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტამ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპისა და აზიის შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობა.

საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 120 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები