რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გაეცნო.

მისი თქმით, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. 1 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/რა-მდგომარეობაა-ამ-დროის/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network