ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში, ანუ იანვარ-ივნისში საქართველომ 1 042 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაყიდა, საიდანაც $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ცხოველების მოცულობა 1 492 ტონას შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $4 მლნ-ს უდრიდა.

მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 3.1%-ით შეუმცირდა.

წელს საქართველომ ცოცხალი ცხვარი და თხა 3 ქვეყანაში გაყიდა, რომელთა შორის საუდის არაბეთი ლიდერობდა. ამ ბაზარზე საქართველომ, $2.7 მლნ-ის ღირებულების 623 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაიტანა ექსპორტზე. მომდევნო პოზიციას ქუვეითი იკავებს, სადაც საქართველომ 261 ტონა წვრილფეხა საქონლის გაყიდვით – $680 ათასის შემოსავალი მიიღო, ხოლო აზერბაიჯანში 158 ტონა ცხვარი გავიდა, რაშიც $499 ათასის შემოსავალი მივიღეთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს, 6 თვეში საქართველომ $592 ათასის 285 ტონა ცხვარი და თხა შეიძინა. თუმცა გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, ცოცხალი ცხვრისა და თხის იმპორტი არ განგვიხორციელებია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა. 20 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ცოცხალი-ცხვრების-და-თხებ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network