„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.
ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.
„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია. სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს – დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები – ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). „ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია“-დავით სონღულაშვილი. 18 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ადგილობრივი-წარმოების-გ/
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია“-დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92/
shenisofeli.ge
