შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? – ამ კითხვებს ექიმი ზაზა თელია პასუხობს.
„საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.
ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება: 1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;
2. ბანანი – 2-3 თვე;
3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;
4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვედაჭრილი ყველი – 3-4 თვე;
5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;
6. ავოკადო – 8-12 თვე;
7. მცენარეული საკვები – 6 თვე;
8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;
9. რძე – 3 თვე;
10. კანფეტი – 3-6 თვე;
11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;
12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;
13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე.
ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად. შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს.“ – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi