გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის