მთავარი საზოგადოება სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

0
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა
#image_title

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის დედათა მონასტერში სასწაულის მომსწრენი გახდნენ.

როგორც თვითმხილველი ამბობს, გვიან საღამოს, მონასტრის ეზოში მდებარე განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა. წმინდა მარიამის გამოსახულება, სპონტანურად, მონასტერში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ტელეფონით გადაღებისას დააფიქსირა.

ნინო ხუნძაყიშვილი მონასტრის წინამძღვრის ნათესავია. მან მონასტერში ცხრა დღე დაჰყო. ნინო “პრაიმტაიმს” მის თვალწინ გამოცხადებულ სასწაულზე უყვება.

ნინო ხუნძაყიშვილი: მონასტერი უნდა დამეტოვებინა და ტაძარში ჩემი ნივთების ასაღებად რომ ავედი, ძალიან ლამაზად თოვდა… ღამე იყო. მარტო ვიყავი ტაძარში, ცოტა შიში დამეუფლა. ისე ლამაზად თოვდა, დავიწყე ვიდეოს გადაღება. თავიდან განათების შუქი მრგვლად ჩანდა, შემდეგ უკვე ფორმა მიიღო. ბოლოს დაპატარავდა და თითქოს დაიკარგა. თავდაპირველად მამა გაბრიელის სილუეტად აღვიქვი. მაგრამ შემდეგ გადაღებულს რომ დავაკვირდი, ღვთისმშობლის ხატება დავინახე…

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

გაგიმხელთ იმასაც, რომ როგორც წუხელ ვიყავი, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. ტაძარში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. ის ცხრა დღე და ბოლოს ტაძარში, ღამით, ეს ერთგვარი, გამოსამშვიდობებელი შესვლა, ჩემთვის ძალზე ემოციური აღმოჩნდა. გადავიღე და თითქოს ჩემი იქ ყოფნის საპასუხოდ მივიღე ეს ხილვა… განაგრძეთ კითხვა

 

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here