28 თებერვალს შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მერკური იმ ექვს პლანეტას შეურთდება, რომლებიც ცაზე უკვე ჩანან, – წერს BBC-ი.
„შეხედეთ ცას ნათელ ღამეს იანვარსა და თებერვალში და თქვენ სიურპრიზი დაგხვდებათ. ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ღამით ცაზე მოჩანან. თებერვლის ბოლოს მათ შეურთდება მერკური – ეს იშვიათი პლანეტების მწკრივში განლაგებაა, რომელიც ცაში მოჩანს“, – წერია სტატიაში.
ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. მათი თქმით, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმაოდ კაშკაშა პლანეტებია და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, მაშინ როდესაც ურანისა და ნეპტუნის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი.
„არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ პლანეტებს შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ჯენიფერ მილარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, როდესაც პლანეტები თავისი ორბიტების მსგავს განლაგებაში აღმოჩნდნენ.
მეცნიერების ნაწილი გამოთქვავდა ვარაუდს, რომ პლანეტების ერთ მწკრივში განლაგებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დედამიწაზე, თუმცა უდიდესმა სამეცნიერო წრეებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.