ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგების დარგვა 13 ნოემბერს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.

ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.

ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა | შენი სოფელი
ფოტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა. 18 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/ათონის-წმინდა-მთაზე-ქართ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network