კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კახური ღორი

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია; მომთაბარე ტიპს განეკუთვნება, გარემო პი­რო­ბებს ადვილად ეგუება. ამიტომაც ითვლებოდა ძირითად ჯიშად ახმეტის, თელა­ვის, ყვარლის, გურჯაანის, თიანეთის, დუშეთის, თეთრიწყაროს რაიონებში.

ნაკლებმომ­თხოვნია, იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, ფესურებით. არც მღრღნელებსა და კალიებს „იწუნებს“. მის საკვებად იყენებენ აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვე­რალს. კერატის ცოცხალი წონაა 110-დან 160 კგ-მდე, ნეზვისა 95-დან 130 კგ-მდე, მაკეობს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, ყრის 7-8 გოჭს. მაღალხარისხოვანი მჭლე ხორცი აქვს, რომლის წმინდა გამოსავალი 63-64%-ია, ქონისა – 20-21%.
დღესდღეობით კახური ღორი განადგურების ზღვარზეა. თუ ვინმემ არ შეიწუხა თავი და ეს, საქართველოს პირობებისათვის საუკეთესო ჯიში არ გადაარჩინა, შეიძლება სრულიად გაქრეს.

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია | შენი სოფელი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ გავზარდოთ გოჭი?

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია. 22 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/kakhuri-ghori-udzvelesi-endemuri-jishia/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/kakhuri-ghori-udzvelesi-endemuri-jishia/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network