პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ მზადდება კომპოსტი?

როგორ მზადდება კომპოსტი?

– როგორ მზადდება კომპოსტი?

კომპოსტში შესაძლოა შედიოდეს: გაფუჭე­ბული საკვები პროდუქტები, სამზარე­ულოს ნარ­ჩენები, ნახერხი, ტყის საფენი, დამპალი ჩა­ლა, ჩა­მოცვენილი ფოთლები, დაქუცმაცებული სა­რე­ველა მცენარეები, ოღონდ უთესლოდ აღებული. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გაიხრწნება.
კომპოსტი დააწყვეთ 2-4 მ სიგანის და 1-2მ სიმაღლის გროვებად. სიგრძეს არა აქვს მნიშვნე­ლობა. აღმოსავლეთ საქართველოში გრო­ვა თავსდება ღია ცის ქვეშ, ორმოში, ჩა­ლა­გა­და­ფა­რებული, ხოლო დასავლეთში ორმო უნდა დაიცვათ ნალექისგან.
გროვისათვის ადგილი წინასწარ უნდა მოს­წორდეს და მოიტკეპნოს, ზედ დაეფინოს 15-20სმ სისქის კორდის მიწა, ნიადაგის ნეშომპალა ან ტორ­ფი, რომელსაც დაეყრება დაქუცმაცებული სა­კომპოსტე მასალა. ყოველი ფენა კარგად დაიტკეპნება.
საუკეთესო შედეგს იძლევა კომპოსტის გრო­ვაში მისი წონის 1-2% ფოსფორიტის ფქვილის დამატება. გროვა დროგამოშვებით უნდა მოირწყას წყლით, წუნწუხით ან წ­ყალ­ში გაზავებული ფეკალური მასით, ისე, რომ კომპოსტი მუდამ ზომიერად სველი იყოს. დაკომპოსტების პერიოდში გროვას დასჭირდება 1-2-ჯერ არევა. კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. მისი სასუქად გამოყენება შეიძლება, როცა მთელი მასა მუქ ფერს მიიღებს.
ორგანული სასუქების შეტანა ნებისმიერი ტიპის ნიადაგში იმიტომ გახლავთ სასურველი, რომ გარდა საჭირო ნივთიერებებით მისი გამდიდრებისა, ყალიბდება ნიადაგის სტრუქტურა, რაც აუცილებელია.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები