მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა – საქსტატი

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 848.0 ათასი სული შეადგინა.

აქედან, საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 213.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.

ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა – საქსტატი. 15 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/მიმდინარე-წლის-მესამე-კვ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა – საქსტატი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 19]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%99%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network