„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
როცა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, ხშირად მითები და ცრუ ინფორმაცია მოდის. სოფლის მუშაკებმა უნდა იცოდნენ რეალური ფაქტები.

გარემოს ეროვნული სააგენოს ცნობით, 11 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე “რეკომენდაციების” ველში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი