პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

ამსტერდამში, გოორას ქუჩაზე, ერთ-ერთ კე­­დელზე, დიდხანს იყო გაკრული ქვის დაფა. მას­ზე ამოკვეთილი წარწერა იუწყებოდა, რომ აქ მდგარი ძვირფასი სასახლე იყიდეს… ტიტას სამი ბოლქვით.
მანამდე ჰოლანდიელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ მშვენიერ ყვავილზე. იმ წელს კი ვიღაცას შემოეტანა ქვეყანაში მისი ბოლქვები.
შროშანისებრთა ოჯახის ეს ულამაზესი წარმომადგენელი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, შუა და მცირე აზიაში.

Tulips - ტიტალენდი | Tbilisi
ვისაც გსურთ, რომ კარ-მიდამო გაილამაზოთ, შეიძინეთ ბოლქვები ყვავილების მაღაზიაში და დარგეთ. ტიტას ბოლქვს რგავენ ქოთანში აგვისტო-სექტემბერში. ნიადაგი მზადდება ტყის მიწისა და მდინარის სილის შერევით. ქოთნის ფსკერზე დებენ კრამიტის ან აგურის ნატეხს, ჩაყრიან შიგ მიწას და ბოლქვს რგავენ ისე, რომ მისი 1/3 იყოს მიწის ზევით. ასეთ ქოთნებს ინახავენ სარდაფში, დგამენ ყუთებში და აყრიან ნოტიო მიწას, დაახლოებით 5 სმ-ის სისქეზე. 1-2 თვის შემდეგ გამოაქვთ ოთახში და რწყავენ. შემდეგ გადააქვთ ბაღში და რგავენ.

ყვავილები ზოგჯერ თესლსაც წარმოქმნიან, მაგრამ ტიტას თესლით არ ამრავლებენ, რადგანაც ამ წესით მიღებული მცენარე მხოლოდ 6 წლის შემდეგ ყვავილობს. ფოთლებმიმხმარ ბოლქვებს მიწიდან იღებენ, ერთი დღის განმავლობაში აშრობენ ჰა­ერზე, ათავსებენ ხის ყუთში და ინა­ხა­­ვენ შემოდგომამდე ისეთ ადგილას, სადაც ჰა­ერი მოძრაობს.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები