ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად

ირინა დათაშვილი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად და სხვ.

ტარხუნა მრავალწლოვანი მცენარეა, რომე­ლიც გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად და სხვ.
ტარხუნა ბუჩქის სახით იზრდება და, თუ დრო­ულად არ გადაიჭრა, 80 სმ-საც აღწევს. სი­ცი­ვეს კარგად იტანს, ბარის რაიონებში ყინვებსაც უძლებს; ხარობს 10-15 წელიწადს. როგორც ბოსტნეული კულტურა, მოჰყავთ 4-5 წლის განმავლობაში, ვინაიდან მომდევნო პერიოდში მი­სი მოსავლიანობა მცირდება.
ტარხუნა ბუჩქის დაყოფითა და ყლორტის და­ფესვიანებით მრავლდება. მაისში, როდესაც ყლორტების კრეფა მთავრდება, ბუჩქს ისე ანა­წი­ლებენ, რომ თითოეულს მომავალი ყლორ­ტის საწყისი კვირტი გაჰყვეს. ყლორტები დასაფესვიანებლად იჭრება 15-20 სმ სიგრძეზე, ქვედა ფოთლები იკვეცება 5-6 სმ-ზე და ირგვება ფხვიერი მიწით, ტორფით ან წვრილი ქვიშით სავსე ყუთებში, რომლებიც თბილ და მყუდრო ადგილას თავსდება. დაფესვიანების შემდეგ ყლორ­ტები მუდმივ ადგილას გადაირგვება ზემოაღნიშნული მანძილების გათვალისწინებით.
მოვლაში იგულისხმება: ნიადაგის გაფხვი­ერე­ბა, სარეველების მოცილება, დამატებითი გა­მოკ­ვება და საჭიროების მიხედვით მორწყვა.

დღეს კიტრის მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
კომენტარები ჯერ არ არის