რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

SheniSofeli.ge
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

მიწავაშლა საუკეთესო კულტურაა, რომე­ლიც მეცხოველეობასაც ფეხზე დააყენებს და ხალხისთვის საკმარის, სამკურნალო თვისებე­­ბის მქონე შაქარსაც მოგვცემს. დიახ, სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს.
ამერიკელი ინდიელების მიერ კულტივირებული მიწავაშლა, ანუ ტოპინამბური, ერთ-ერთი იმ კულტურათაგანია, რომელმაც საქართველომდე კი მოაღწია, მაგრამ რატომღაც ფართო გავრცელება ვერ პოვა.
მიწავაშლას სხვადასხვა ჯიშიდან სა­უკე­თე­სოა ე.წ. ტოპინომზესუმზირა, რომლის ერ­თ­ხელ მოშენებული პლანტაცია 10 წლამდე ძლებს. მძლავრი ფესვთა სისტემის წყალობით, რომელზედაც ტუბერები ვითარდება, მცენარე მდგრადია და წაქცევის საშიშროება არ ემუქრება.
ტოპინომზესუმზირას ტუბერი შეიცავს 25-35%-მდე შაქარს, დიდი რაოდენობით პროტე­ინს, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინებს B და C, რკინას და, რაც ყველაზე საინტერესოა, 40%-მდე ინულინის მჟავას, რომელსაც ეძახიან მცე­ნარეულ ინსულინს და იხმარება დიაბეტის სამკურნალოდ.
ტოპინომზესუმზირა, როგორც სახელწო­დე­ბი­დან ჩანს, ტოპინამბურისა და მზესუმზირას ჰიბ­რიდიზაციით მიღებული ჯიშია, იზრდება 3,5-4მ-მდე. მისი მწვანე მასა მდიდარია ნახშირ­წყლებით, კაროტინით, შაქრით, ამიტომაც ძვირ­ფასი საკვები კულტურაა მეცხოველეობისათ­ვის. მწვანე მასის ნახარში უებარია სახსრების სამკურნა­ლოდ. თითქმის დაუჯერებელია, მაგ­რამ ამ კულტურას შეუძლია გააუვნებლოს ქარ­ხნის მავნე ნარჩენები.
კვების მრეწველობაში ტუბერებისაგან ამზადებენ ფხვნილს, ფრუქტოზისგან სი­როფს, სასმელებს, პასტას, ინსულინს. არსებობს ტუბერის­გან მიღებული კონცენტრა­ტი, რომელიც იხმა­რება მძიმე დამწვრობის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და თირკმლების დაავადების სა­მ­კურნალოდ.
ტოპინომზესუმზირას ტუბერის კომპოტი არა მარ­ტო წყურვილს კლავს, არამედ არეგული­რებს წნევასა და შაქრის დონეს სისხლში, და­დებითად მოქმედებს მხედველო­ბაზე, ეხმარება ანემიით დაავადებულებს, რადგან მასში რკინის შემცველობა ბევრად მეტია, ვიდრე კარტოფილში.
ტუბერების გამოყენება შეიძლება უმად, შემწვარი, მოხარშული და ჩირის სახით.
აშენებენ როგორც მთელი, ისე დაჭრილი ტუბერებით, რგავენ შემოდგომით ან გა­ზა­ფხულზე. ირგვება კვადრატულ-ბუდობრივად ან რიგებში. მანძილი რიგთაშორისებში 70 სმ-ია, მცენარეთა შორის – 55 სმ. მწვანე მასას იღებენ შემოდგომით, ტუბერებს – მოგვიანებით, ოქტომბერში, ან გაზაფხულზე, ხშირად საერთოდაც არ თხრიან. ნარგავებში პირდაპირ უ­შვებენ ღორებს და 14-15 დღის განმავლობაში ასე კვებავენ. შემდეგ უკვე შეაქვთ სასუ­ქი და ფარცხავენ. მიწაში ჩარჩენილი ტუბერები საკმარისია მომავალი წლის მოსავლის მ­ისაღებად.
მწვანე მასის აღების შემდეგ, მისი მოთხრა-გა­მოზიდვის გარეშე, ადგილზევე კვებავენ ღო­რებს. ესეც ძალიან ხელსაყრელია. მწვანე მასა საუკეთესო საკვებია აგრეთვე მეწველი ძროხებისა და კვერცხ­მდებელი ფრინველისთვის.

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს. 5 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/რატომ-არ-ვაშენებთ-მიწავა/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network