რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სალმონელოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა სოფლის მეურნეობაში. ეს ბაქტერიოლოგიური დაავადება ადვილად გადაეცემა ნედლი ხორცითა და კვერცხით.

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს.

სალმონელოზი არის ბაქტერიოლოგიური დაავადება, რომელიც გადაეცემა სურსათით, ძირითადად ხორცით და მისგან დამზადებული პროდუქტით. პრევენციისთვის აუცილებელია სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ჰიგიენის ნორმების დაცვა. 

საუბრობს  ნაწლავური ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემურ ქველიძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”.

„სალმონელა ეს ისეთი ბაქტერიაა, რომელსაც 2200-მდე სეროვარი აქვს.  ის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ აქტუალურია. საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. კვერცხის გარეცხვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი.ასევე, თოხლო კვერცხი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს მოხარშული. რადგანაც, თავად სალმონელა გარემო პირობების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ხორცი ყოველთვის უნდა დავანაწევროთ და ისე მოვხარშოთ. იმიტომ, რომ შესაძლოა, ის 2 ან მეტი საათის განმავლობაში ვხარშოთ, მაგრამ მის სიღრმეში ბაქტერიის ბუდე მაინც იყოს. დაბინძურებული საკვებით ადამიანის ინფიცირება ძალიან იოლია. საკვების გემო, სუნი, ფერი ამ ბაქტერიის ზემოქმედებით არ იცვლება და ამიტომაცაა, რომ უფრო მეტად საშიში და ვერაგია. სალმონელოზს სხვადასხვა კლინიკური ნიშანი აქვს. ესენია: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სხვა. ასევე, ინტოქსიკაციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება. ღებინებისა და ფაღარათის დროს ადამიანი სითხეს კარგავს. ამიტომ, ვიდრე ექიმთან მივა, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს.“

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. 5 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/რა-ნიშნებით-ვლინდება-სალ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network