რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე
რქაწითელი — საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა კახეთში აქვს. ამ ჯიშისგან მზადდება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძენი.
ძირითადი მახასიათებლები
- მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნები:
- რქაწითელი მიეკუთვნება
prol. pontica, sub prol. georgica Negr.
ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. - იგი წარმოადგენს ალაზნის კერაში წარმოქმნილი სხვა ვაზის ჯიშების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს.
- რქაწითელი მიეკუთვნება
- ადგილობრივი სახელწოდებები:
- კახეთში იყენებენ სხვადასხვა სახელწოდებებს, როგორიცაა მამალ და დედალ რქაწითელი, ყვითელი და წითელი რქაწითელი.
- საინგილოში ცნობილია როგორც კუკურა, რუსეთში კი გამოიყენება სახელწოდებები: ტოპოლიოკი, გრუზინსკი, კოროლიოკი და ბუდაშური.
- ისტორიული კონტექსტი:
- ძველად რქაწითელი შესაძლოა სახელწოდებით კუკურა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა, ეს სახელწოდება შესაძლოა შეცდომით იყოს გაწვდილი.
- ამჟამად ზუსტი წარმოშობის დრო არ არის ცნობილი, თუმცა ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ იგი ძირითადად კახური ვაზის ჯიშების წარმოქმნის კერაში განვითარდა.
- მეცნიერებითი კვლევები:
- მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სოფ. კახში დღემდე არსებობს ძველი რქაწითელის ვენახები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ჯიშობრივი სიწმინდის გამო.
მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი.
მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე, 7), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი, 5), საინგილოში – კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი, 12), რუსეთში, ორჯონიკიძის მხარეში -ლევოკუმის რაიონში ტოპოლიოკის და გრუზინსკის, ხოლო ბუდიონოვსკის რაიონში – კოროლიოკის და ბუდაშურის სახელწოდებით (ტ. ორლოვა, 1940წ.); საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901-1910წწ.). რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ალაზნის კერაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ხეობაში (აღმოსავლეთ ნაწილში). თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით რქაწითელი prol. pontica, sub prol. georgica Negr.–ის (13) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. საერთოდ რქაწითელი ძალიან ახლოს დგას ალაზნის კერაში წარმოქმნილ სხვა ვაზის ჯიშების უმეტესობასთან და ამ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. რქაწითელის ადგილობრივი წარმოშობა სხვა მხრივაც დასტურდება. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ. ეს ფაქტი არ გამოპარვია ვ. გეევსკისა და გ. შარერს (12), რომელთაც თავის ნაშრომში ნათქვამი აქვთ: „ძველი მისი სახელწოდება კუკურა წარმოებულია სოფ. კახისაგან (ზაქათალის ოლქი)“. ცხადია, სახელწოდება „კუკურა“ ვ. გეევსკისა და გ. შარერის ნაშრომში ისევე, როგორც იმ დროის სხვა ამგვარ ნაშრომებში, უთუოდ დამახინჯებულად უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ სიტყვა ნაწარმოებია საინგილოს სოფლის სახელწოდება კახისაგან, ან ამ პროვინციის ძველი სახელწოდება კაკისაგან, მაშინ იგი უდავოდ კახურა ან კაკურა უნდა იყოს და არა კუკურა. ამის სისწორეს მრავალი სხვა მოსაზრებაც ადასტურებს. კულტურული ჯიშების ფორმათა წარმოშობის ალაზნის დიდ კერაში, ვაზის ჯიშების უფრო ინტენსიური წარმოქმნა მის ქვემო ნაწილში – საინგილოში უნდა წარმოებულიყო, რადგან ამ მხარის ჰავა (აქტიური ტემპერატურის ჯამი, მაღალი ტენიანობა) და ნოყიერი ნიადაგები გაცილებით უფრო ხელშემწყობია ჯიშების თავისუფლად წარმოქმნისა და ზრდა-განვითარებისათვის, ვიდრე ალაზნის შუა და სათავისაკენ მდებარე ნაწილი. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საინგილოში, კერძოდ, სოფ. კახში ამჟამადაც ბლომად (200 ჰექტარამდე) მოიპოვება რქაწითელის ძველი დაუმყნობი ვენახები.
მნახველს ანცვიფრებს, გარდა კარგი ზრდა-განვითარების და მოსავლიანობისა, რქაწითელის იქაური ვენახების მაღალი ჯიშობრივი სიწმინდე. ამრიგად, რქაწითელის წარმოშობის საკითხი სავსებით გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება წარმოშობის დროს, ამის შესახებ მონაცემები სადღეისოდ არ მოიპოვება, რადგან XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი სამეურნეო ისტორიის ძეგლები დაცული არაა. ამის გამოა, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილს (6), ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის ხნიერების დადგენისას, ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზის საფუძველზე რქაწითელის წარმოშობა ნავარაუდევი აქვს პირველ ხუთ და მომდევნო საუკუნეებში. რქაწითელი მორფოლოგიური ნიშნებისა და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით უფრო ახალ ჯიშად უნდა ვიგულვოთ.
ამას გვიკარნახებს მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნების სიახლე (ოდნავ შებუსვილი – თითქმის უბუსუსო ფოთოლი, ოვალური მარცვალი, თეთრი ფერი და სხვ.).
რქაწითელი წარმოადგენს ადგილობრივ კახურ ვაზის ჯიშს, რომელიც თავისი უნიკალური მახასიათებლებით და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წარმოშობის თარიღი უცნობია, მისი მორფოლოგიური ნიშნები აღნიშნავენ, რომ ეს ჯიში შედარებით ახალი უნდა იყოს.