რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?
სასარგებლოა თუ არა ჩირი? ექიმები გვეუბნებიან, რომ დიახ, გამომშრალი ხილი, ქიშმიში და ქლიავის, შავი მოცვისა და სხვა ხილის ჩირი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
გამხმარი ხილში დიდი რაოდენობით მკვებავი ნივთიერებები იყრის თავს, ვინაიდან ჩირში წყლის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. გამომშრალი ხილი ასევე მდიდარია B ვიტამინითა და ანტიოქსიდებით.
მასშტაბური კვლევის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩნეს, რომ ვინც ხშირად ჭამს ჩირს, იწონის ნაკლებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც გამომშრალ ხილს საერთოდ არ იღებენ.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შაქრის შემცველობა ჩირში უფრო მეტია. მაგალითად ერთი ჯამი ყურძენი შეიცავს დაახლოებით 23 გრამ შაქარს და 104 კილოკალორიას, ერთი ჯამი ქიშმიში კი 116 გრამ შაქარს და 520 კილოკალორიას. ამიტომაც ექიმები დიაბეტიკებს ჩირის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ჩირის ჭამისა და შენახვის წესები
ექსპერტების რჩევით, ჩირი უნდა დაუმატოთ ცხელ და ცივ ფაფებს, ცომეულსა და სალათებს.
„ეს არის მარტივი და სასიამოვნო გზა, რომ ჭამოთ მეტი ხილი და ჯანმრთელი გზით მიიღოთ უჯრედისი“, – ამბობს დიეტოლოგი ლორენ მანაკერი.
რაც შეეხება ხმელი ხილის შენახვას, სასურველია ჩირი ჰერმეტულ კონტეინერში ან მაცივარში შეინახოთ.
სხვათა შორის, თუ ჩირს ლითონის კონტეინერში შეინახავთ, დაადგენთ, შეიცავს თუ არა ის სულფიტებს. თუ შეიცავს, ჩირი ფერს შეიცვლის.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები