რთველი წელსაც შსს-ს მონაწილეობით ჩატარდება – დადგენილება

დათო ხალაური
1 წუთიანი წაკითხვა

მთავრობამ, 2024 წლის რთველისთვის მზადებას იწყებს, რის შესახებაც ორგანიზებულად ჩასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა.

განკარგულების მიხედვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაევალა, რომელიც უწყებათაშორის ფორმატით იმუშავებს. ჯგუფში შევლენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები, შსს, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩაბარების პროცესში უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ღვინის კომპანიები, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში მონაწილეობას იღებენ რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში ელექტრონულად უნდა გაიარონ. განკარგულების ბოლო პუნქტში კი ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში, უწყებამ დამატებითი საკრედიტო რესურსი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან უნდა მოიძიოს. დადგენილებაში არ არის მითითებული, რატომ შეიძლება დადგეს აღნიშნული საჭიროება, ან საუბარი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებზეა, თუ უცხოურ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში bm.ge-სთან განმარტავენ, რომ არსებული პრაქტიკით და გასული წლების გამოცდილების მსგავსად, საქმე ეხებათ ბანკებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კრედიტს სახელმწიფო საწარმოებზე გასცემენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის