მთავარი სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

0
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სააგენტოს ვეტერინარები აბაშის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.

ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფუტკრის პარაზიტულ დაავადებებსა და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობაზე; თვალსაჩინოებისათვის, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა და საფუტკრეების საჩვენებელი დიაგნოსტიკა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.

შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად, აუცილებელია, მეფუტკრეებმა განასხვაონ ფუტკრის მავნებლები და ინფექციური დაავადებები, რათა სწორად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94-2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here