ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
შრატის ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა მცენარეთა კვებისა და დაცვისთვის. ეს ძველი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული მეურნეობისთვის.

არიზის ტექნოლოგიური ინსტიტუტის AgroParisTech-ის მეცნიერთა ჯგუფმა, გრძელვადიან პერიოდში, ორგანული და ტრადიციული მიწათმოქმედების ნიადაგზე ზემოქმედების შედეგები გამოიკვლიეს.
დაკვირვებები პარიზში, ვერსალის ახლოს, ლა კეიჯის ექსპერიმენტულ ნაკვეთებზე, 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის Bioemco-ის ბაზაზე, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით გააანალიზეს.

კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ იმ ნაკვეთებზე სადაც აწარმოებდნენ ორგანულ მეურნეობას, ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების ბიომასა (ფიტოპარაზიტული ნემატოდების გარდა) 2.5 ჯერ გაიზარდა.

ფრანგ მეცნიერთა დასკვნით, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, რომლის დროსაც მცენარეთა დაცვის სინთეტიკური საშუალებები და მინერალური სასუქები გამოიყენება, უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და გრძელვადიან პერიოდში იწვევს მის გამოფიტვას, ალტერნატიური სისტემები კი, როგორიცაა ორგანული მიწათმოქმედება მიკროორგანიზმებისთვის კარგ პირობებს ქმნის და ნიადაგს ამდიდრებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: agrokavkaz.ge

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს. 21 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ორგანული-ბიო-წარმოება-ნი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network