,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულებს კი კომპანია დასაქმებას შესთავაზებს.

პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს.

„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკაში მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ჩვენ მათ შევუქმნით ყველა პირობას, რომ ღირსეულ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება“ –  თქვა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

კომპანია, სტუდენტებს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან ერთად შეარჩევს. თუმცა, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას  შეუძლია გააგზავნოს რეზიუმე –  მეილზე vacancy@energo-pro.ge

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის