სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს.

კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.
ლაბორატორიაში ხორციელდება:

• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://sla.gov.ge/

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. 9 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/სოფლის-მეურნეობის-სახელ-2/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network