შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებივენახის განოყიერება - მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები

ვენახის განოყიერება – მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები

ვენახის განოყიერება

მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. ორგანული სასუქებიდან აღსანიშნავია ნაკელი, ტორფი, კომპოსტი, ფრინველის სკინტლი, წუნწუხი, მწვანე სასუქები (პარკოსანი კულტურების ჩახვნა), ჭაჭა და სხვ. მინერალური სასუქებიდან – აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, ბორის, მანგა­ნუმისა და თუთიის შემცველი ნაერთები.
დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად გამოიყენება დაფქული ქვა­კირები, ტკილი და კირის შემცველი სხვა სასუქები. მწირ, ცუდი ფიზიკური თვისებების ნიადაგებში 1 ჰა-ზე შეაქვთ 60-70 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 40-60 ტ.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ფართობებზე მწირ, ძლიერხირხატიან ნიადაგებში შეაქვთ 1 ჰა-ზე 40-60 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 20-25 ტ, მწირსა და ურწყავზე – 30-50 ტ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტორფს, კომპოსტს, ჭაჭასა და სხვა სასუქებს, რომლებიც გადამპალი სახით გამოიყენება იმა­ვე წესითა და დოზებით, როგორც ნაკელი.
ორგანული სასუქები ვენახის ფართობების შემოდგომა-ზამთრის დამუშავების დროს ნი­ადა­გის 18-22 სმ სიღრმეზე გადახვნისას შეაქვთ. სასუქი მიწის ზედაპირზე თანაბრად უნდა გაიშალოს და დაუყოვნებლივ ღრმად ჩაიხნას.
ორგანული სასუქების მსგავსად, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქებიც სამ წელიწადში ერთხელ, იმავე პერიოდში და სიღრმეზე შეაქვთ. რაც შეეხება აზოტიან სასუქებს, მათ გაზაფხულზე – პირველი თოხნის ან კულტივაციის დროს იყენებენ. მინერალური სასუქები, როგორც წე­სი, ნიადაგში შეტანამდე უნდა დაიფხვნას და 2-4მმ-იან საცერში გაიცრას.
მიკროსასუქების გამოყენება შესამჩნევად ადი­­­­­დებს მოსავალს, თუ მათ წყალში გახსნით და ფოთლებზე შეასხურებთ. მაგალითად, ვეგე­ტა­ციის პერიოდში ვაზის ფოთლებს 2-3-ჯერ ას­ხუ­რე­ბენ ბორის სასუქისგან მომზადებულ 0,02%-იან ხსნარს. ფესვგარეშე გამოკვებისთვის ასევე იყე­ნებენ გოგირდმჟავა მაგნიუმსა და მაგნიუმის გვარჯილას, რომელთაგანაც ამზადებენ 0,02%-იან ხსნარს და 2-3-ჯერ ასხურებენ ვაზის ფოთლებს ვეგეტაციის პერიოდში.
შემოდგომაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე და­სავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე გა­შენებული ვენახების მწკრივთაშორისებში შე­აქვთ დაფქული კირქვა, რომელსაც ჩახნავენ 22-25 სმ სიღრმეზე. კირს იყენებენ 12-15 წელიწადში ერთხელ, ოღონდ დაუშვებელია მისი შერევა ნაკელთან ან მინერალურ სასუქებთან.

ნაცარს ასე მოვაშორებთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები