მთავარი აგრო სიახლეები ნაცარს ასე მოვაშორებთ…

ნაცარს ასე მოვაშორებთ…

0
ნაცარს ასე მოვაშორებთ…
#image_title

ნაცარს ასე მოვაშორებთ

ნაცარი ერთ-­ერთი ვერა­გი დაავა­დე­ბაა, რო­­მელ­საც უნარი შეს­წევს, მეურნე კაცს ერთი­­ანად ააღე­ბინოს ხელი მო­სავალზე. ჩვენში ამე­რიკი­დან შემოვიდა 1850 წელს. წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული ღონისძიებებით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.
ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა უწყობს ხელს – ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24ºჩ, ხოლო ტენიანობა 60-80%. წინასწარ ვ­ენახის შეწამვლას შესაბამისი საშუალებებით აზრი არა აქვს, მაგ­რამ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ნაცრის გამოჩენა არ გამოგვეპაროს.
ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთე­თ­­რო ფერის ლაქისებრი ფიფქი, რომელიც ნაცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და, შესაძლებელია, ფოთოლი ერთიანად დაიფა­როს ამ ფიფქით. ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტები, ხოლო შემ­დგომ მარცვალიც მთლიანად იფარება ფიფქით. ნაყოფი აღარ იზრდება, წვენის მიწოლის გამო სკდება და ხმება.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ნაცრის გაჩენისთანავე, პირველ რიგში, დაავადებული ფოთლები უნდა შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევწამლოთ. ამ ბოლო ხანებში ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნა­ლოდ უამრავი საშუალება გამოჩნდა – კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ-მ, სეროცინი და სხვ., მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანია გოგირდის შეფრქვევა.

მოსავლიანი ვენახის გოგირდით შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი – ყვავილობამდე, მეორე – ყვავილობის დროს, მესამე – დაყვავილების შემდეგ, მეოთხე – როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი საჭიროების მიხედვით ყურძნის შეთვალებამდე.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

გახსოვდეთ!

შესაფრქვევად ვარგისია ძალიან წმინდად დაფქული გოგირდი, რომლის შეფრქვევაც ხდება ზურგის ან ხელის საბერვლით. გამოფრქვეული მტვერი თხელ ფენად უნდა დაეფინოს ვაზის მწვანე ნაწილებს.

ვაზის შეყელვა და გადაწვენა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. ნაცარს ასე მოვაშორებთ… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%97/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here