ვაზის შეყელვა და გადაწვენა
გასხვლის შემდეგ იწყებთ შეყელვას. შესაყელი რქები ფრთხილად უნდა მოიღუნოს ისე, რომ თითქმის მართი კუთხე შეიქმნას. ამას ისე ვერ გააკეთებთ, თუ რქას ნელ-ნელა გადაწევით ხელისგულებს შორის არ დაარბილებთ. მისაბმელ ადგილას აკეთებთ კანაფის მარყუჟს და რქის წვერს აბამთ მავთულზე.
საქმე ისაა, რომ ვაზის რქას ახასიათებს კენწეროსკენ „გაქცევა“, ანუ პოლარობა; შეყელვის მიზანი კი ამ პროცესის ხელოვნურად შეფერხებაა, რაც ხელს უწყობს ახალი ყლორტების თანაბარი სიძლიერით ზრდას. გადასაწიდნად დატოვებული რქისთვის გათხარეთ მიწა ერთ ბარისპირზე, ჩააწვინეთ შიგ რქა, რომელსაც ჩასაწვენ ნაწილზე წინასწარ ააჭრით კვირტებს. დაამაგრეთ ფსკერზე ორკაპებით, იმ ადგილას, სადაც აპირებთ ვაზის გახარებას, მკვეთრად მოღუნეთ და ისიც დაამაგრეთ, შემდეგ კი დაუსვით ჭიგო, ზედ მიაკარით და 2-3 კვირტზე გადაჭერით. ბოლოს მიწით შეავსეთ და დატკეპნეთ. ამ წესით შეგიძლიათ გადაწიდნოთ ჟოლო, უეკლო მაყვალი, მოცხარი და ა.შ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები