სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

რა თქმა უნდა, ნებისმიერი კულტურის გა­შენებისას გასათვალისწინებელია მისთვის და­მახასიათებელი თვისებები და იმ ძირითადი პი­რობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კულტურის ზრდა-განვითარებასა და უხვი, მაღალ­ხარისხოვანი მოსავლის მიღებას. მაშ ასე, სად, როდის და როგორ დავრგოთ ვაზის ნერგი, როგორ გამოვიყვანოთ სარგავი მასალა, რა პირობები უნდა დავიცვათ მისი დარგვისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის დროს?
პირველ რიგში, ვენახის გასაშენებლად შერჩეული ადგილი დაცული უნდა იყოს ქარისაგან, გამოუსადეგარია დაჩრდილული ადგილები, ცი­­­ცაბო ფერდობები. საუკეთესო ექსპოზიცია ვა­­ზის­თვის არის სამხრეთი, ყველაზე ცუდი – ჩრდი­ლოეთი. ნიადაგი ყველანაირი გამოდგება, გარდა დაჭაობებულისა. თუ ვენახის გაშენებას აპირებთ, გააშენეთ საქართველოში არსებული საუკეთესო სამრეწველო ჯიშები: საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, გორულა მწვანე, ჩინური, ხიხვი, სუფრის გორულა, ცოლიკაური, ცი­ცქა, წულუკიძის თეთრა, ალექსანდრეული (სა­იდანაც „ხვანჭკარის“ ტიპის ღვინოს წურავენ), უსახელაური, ოჯალეში და ჩხავერი, რა თქმა უნ­და, რაიონებისა და კლიმატური პირობების გათ­ვალისწინებით.
შესანიშნავია აგრეთვე დიდი ხნის წინ ჩვენში დარგული ჯიშები: განჯური (სუფრის), ალიგოტე (საღვინე, საშამპანურე), პინო (საღვინე და საშამპანურე), კაბერნე (ბორდოს ცნობილი წითელი ღვინოები ამ ჯიშისგან მზადდება). მართალია, მათ მოვლა-პატრონობას მეტი შრომა და ფინანსები სჭირდება, მაგრამ მათგან მიღებული ყურძენი და ღვინოც გაცილებით ძვირად ფასობს.
მაღალხარისხოვანი ნერგების შეძენა შეგიძ­ლიათ სანერგე მეურნეობებში. ნერგებს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სის­­­­ტემა და ნაზარდი. თუ ნერგების ყიდვის საშუ­ალება არ გაქვთ, დააფესვიანეთ თქვენს სამეზობლოში არსებული საუკეთესო ჯიშის რქები. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ვენახი გააშენეთ აუცილებლად წინასწარ შე­მო­ღობილ ნაკვეთში. გაშენებამდე სასურველია ნიადაგის მოხვნა ან ღრმად დაბარვა. სარწყავ ნიადაგში დარგვის სიღრმე 20-25სმ-ია, რათა ფესვთა სისტემის ძირითადი მოქმედი ნაწილი უფრო ნოყიერ ად­გილში განვითარდეს და ფესვებიც უკეთესად დაიტოტოს. მშრალ და მსუ­ბუქ ნიადაგებ­ზე დარგვის სიღრმე უნდა გადიდდეს 30-35სმ-მდე. დარგვა შეიძლება ზამთრის თბილ დღეებში, შემოდგომით და გაზაფხულზე. გაზაფხულზე დარგვა უნდა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე – აღმოსავლეთ საქართველოში პირველ აპრილამდე, დასავლეთში – 15 მარტამდე.
დიდი მნიშვნელობა აქვს ვენახის მწკრივების მიმართულებას. უნდა გავითვალისწინოთ ვაზების თანაბარი განათება, ქარის მიმართუ­ლება, ნიადაგის დამუშავება, მორწყვა და სხვა ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით საუკეთესოა მიმართულება, როცა ქარი რიგთაშორისებში მოძრაობს და მზეც მათ შორის ანათებს.
აუცილებელია ვენახში დარგვისთანავე საყ­რდენების მოწყობა: მავთულიანი შპალერის ან ჭიგოს შედგმა. უმჯობესია შპალერი, რომელზედაც პირველივე წელს ყლორტის სიგრძე 5-6 მეტრს მიაღწევს. თუმცა ამისათვის აუცილებელია ნერგზე 1-2 ყლორტის დატოვება და და­ნარჩენი ამო­ნაყა­რების მოცი­ლება. გარდა ამი­სა, უნდა გატარ­დეს ყველა აუცი­ლებელი აგ­რო­ტექნიკური ღო­ნის­ძიება: რწყვა, სა­­სუ­ქე­ბის შე­ტანა, ნამ­ხრე­ვე­ბის შეც­ლა, ახ­ვე­ვა, შე­წამ­ვლა და სხვ. ასე გაზ­­რდი­ლი ნერ­გი მე­ორე წელს უკ­ვე მო­­სა­ვალს იძ­ლევა, ხო­ლო მესამე-მე­ოთ­­ხე წელს სრულ მსხმოიარებაში შედის.
გაცდენილ ადგი­ლზე ახალი ვაზის დარგვას სჯობია ვაზის მხრის დაგრძელე­ბა და მიწა­ში ჩაწიდვნა. ეს არც ისე ძნელი სა­ქ­მეა.­
წვერისაკენ არსებულ რქას დავაცდით, სა­ნამ გაიზრდება, ამავდროულად ვაზს ყველა ღო­ნის­ძიება უტარდება, მათ შორის, აუცილებლად ნამ­ხარის შეცლაც. გასხვლის დროს ვსხლავთ ჩვეულებრივად სამამულე სანა­ყოფეზე და წვერში დატოვებულ რქის ნაწილს, 5-7 მუხლს,­­ ვაკრავთ მავთულზე, დანარჩენს კი მიწაში ვაწვენთ ისე, როგორც გადაწიდვნის დროს, ოღონდ წვერს მიმართულებას ვაძლევთ შტამბისკენ. გადაწიდ­ნული რქა ივითარებს ფესვებს და ეხმარება დე­და ვაზს, რომლის მოსავალიც ორჯერ იზრდება.
ამ მეთოდების გამოყენება ნებისმიერი ჯიშის ვაზზე შეიძლება.

გახსოვდეთ:

თუ გსურთ, რომ თქვენი ვენახი ძლი­ერი, უხვმოსავლიანი იყოს და მთელი მისი ექსპლუატაციის პერიოდში მხო­ლოდ მაღალხარისხოვან მტევნებს ის­ხამდეს:
1. დარგეთ მხოლოდ მა­ღალ­ხა­რი­­ს­ხო­ვანი ნერგი, რომელსაც ფესვე­ბი წა­ეკ­ვე­ცე­ბა 25-30სმ სიგრძეზე, და­ირ­გვე­ბა ორმოებში და შეივსება გა­დამ­წვარ­ნაკელშერეული მიწით;
2. ვაზის დარგვის პირველ წელს სა­ჭიროა ჩატარდეს დამატებითი გამოკვება წუნწუხით, ვეგეტაციის პერიოდში ორჯერად, თითო ძირზე 5-5 ლიტრის რაოდენობით, რაც გააძლიერებს ნარგაობას;
3. ვენახის გაშენების პირველ წელს აგ­­რო­წესებით გათვალისწინებულ სხვა ღო­ნის­ძიებებ­თან ერთად საჭიროა ჩა­ტარ­დეს შემდეგი სა­მუშაოები:
ა) ყლორტების განვითარების დასა­წყისში – დანორმება; დატოვეთ ორი საუკეთესო ყლორტი, დანარჩენი შეაცა­ლეთ. თუ ვაზზე თავიდანვე ერთი ყლორტია, მეორე ყლორტის გაზრდა შეიძლება ბაზისთან ახლოს მდებარე ნამხარის გამოყენებით;

ბ) ყლორტებზე შეაცალეთ ნამხარი მთელ სიგრძეზე. თუ ხელახლა ამოიყრის, კიდევ შეაცალეთ. ეს უზრუნველყოფს თითქმის თანაბარი სისხოს ნაზარდის განვითარებას, დაუზიანებელი შტამბისა და მხრების გამოყვანას;
გ) ვენახის გაშენების პირველივე წელს საჭიროა მოეწყოს საყრდენი ვაზის ზრდა-განვითარებისთვის. ამ მიზნით გამოიყენება შპალერი, ანუ მავთულის საყრდენი.
4. ვაზის ძლიერი ზრდის პირობებში პირველი გასხვლა ხდება გრძლად ისე, რომ რიგში მეზობელი ვაზის მხრები ერთიმეორეს სწვდებოდეს. ყლორტებისა და ყვავილების განვითარების დასაწყისში შეაცალეთ უმოსავლო და ნაკლებმოსავლიანი (ერთმტევნიანი) ყლორტები;
5. ვაზის მეორე გასხვლისას მუდმივ მხარზე ვაყალიბებთ სასხლავ რგოლებს – რამდენიმე სამამულისა და სანაყოფის დატოვებით;
6. გაცდენილი ადგილების შესავსებად ყველაზე ადვილი და ხელსაყრელია მხრების გაგრძელება და მათი წვერის ნაწილის (3-5 კვირტი) მიწაში ჩაწიდვნა.

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები