ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ხეხილის ბაღის განოყიერება

ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება.
ხეხილის დარგვის წინ ხდება ნიადაგის პლა­ნტაჟი (ღრმად ხვნა). მანამდე ნიადაგზე თა­ნაბრად ანაწილებენ სასუქებს, შემდეგ კი ჩახ­ნავენ; თუ ნიადაგი მჟავე ხასიათისაა, ატარებენ მოკირიანებას.
ეწერ და წითელმიწა ნიადაგებს ხნავენ 50სმ სიღრმეზე. მანამდე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1 ჰა-ზე შეაქვთ 80-100 ტ ნაკელი, ტორფი ან ტორფკომპოსტი, მინერალური სასუქებიდან – 150 კგ კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქი (ხალასი ნივთიერებების სახით).
შავმიწა ნიადაგებს ხნავენ 60 სმ-ზე, მანამ­­დე კი 1 ჰა-ზე შეაქვთ 40 ტ ორგანული სასუქი, აგრეთვე 120 კგ ფოსფორიანი და 120 კგ კალიუმიანი სასუქი (ხალასი საკვები ნივთიერებების სახით).
წაბლა და რუხ ნიადაგებს ხნავენ 60-70 სმ სიღრმეზე, მანამდე 1 ჰა-ზე შეაქვთ 40-60 ტ ორ­გა­ნული და 120 კგ ფოსფორიანი და 120 კგ კალიუმიანი სასუქი.
შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე დარგვის წინ ორმოში შეაქვთ 10-12 კგ ნაკელში შერეული 20გ ამონიუმის გვარჯილა, 60 გ სუპერფოსფატი და 30 გ კალიუმიანი სასუქი, რის შემდეგაც ნერგის ძირის გარშემო ნიადაგს მულჩავენ (ზედ აფენენ) ტორფით ან მწვანე ბალახით.
შემოდგომით ან გაზაფხულზე ხეხილის ბაღ­ში შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუ­ქები.
საუკეთესო წესია ორგანული სასუქების გამოყენება წყალში გაზავებული ხსნარის სახით. ნაკელს – 6-7, წუნწუხს – 2-3 და ფრინველის ნაკელს 10-12 წილ წყალში აზავებენ. ხსნარი ხის გარშემო გაკეთებულ ჯამებში შეაქვთ და მშრალი მიწით ფარავენ.

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება. 22 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ხეხილის-განოყიერებისას-ს/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network