მთავარი აგრო სიახლეები ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

0
ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები
შრატის ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა მცენარეთა კვებისა და დაცვისთვის. ეს ძველი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული მეურნეობისთვის.

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

რწყვის ნორმებისა და ვადების დადგენა და­კავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პი­რობებისა და ხეხილოვან მცენარეთა განვითა­რების თავისებურებებთან.
ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს:
1. შტამბის გარშემო ჯამებში მიშვებით; 2. მო­ღ­ვარვა მთელ ფართობზე; 3. კვლებით რწყვა.
მცირე ზომის ფართობებზე და, მით უმეტეს სარწყავი წყლის უკმარისობის დროს, ყველაზე ხელსაყრელია ჯამებში მიშვება. ერთ ხეს საშუალოდ 100ლ წყალი სჭირდება.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხში­რად ფესვთა სისტემის განვითარების ზონა­ში არსებობს მლაშე წყალი. ასეთი ნიადაგის უხვმა და ხშირმა რწყვამ, შესაძლოა, მლაშე წყა­ლი ზედა ფენაში ამოიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარწყავი წყალი გრუნტისას შეუერთდება.

რწყვის საორიენტაციო ვადებია:
1. ადრე გაზაფხული, კვირტების გაშლამდე;
2. ყვავილობისა და გამონასკვის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ;
3. ივნისში, ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყო­ფად; ნიადაგში ტენის სიმცირის შემთხვევაში მორწყვა ხელს უწყობს ნასკვების განვითარებასა და საყვავილე კვირტების ჩა­სახვას;
4. მოსავლის აღებამდე 15-30 დღით ადრე – საჭიროების შემთხვევაში;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

5. მოსავლის აღების შემდეგ;
6. შემოდგომით, ფოთლების მასობრივი ცვენის შემდეგ.

გახსოვდეთ

ყოველი მორწყვის შემდეგ შეშრო­­ბის­თანავე ნიადაგი გააფხვიერეთ. სა­უკე­თესო საშუალებაა ნარგაობის ძირებში ახალ­გათიბული ბალახის ან ფოთლების სქელ ფენად დაყრა; ამას დამულჩვა ჰქვია. მიწა შესანიშნავად ინარჩუნებს ტენს და ნიადაგის დასკდომა გამორი­ცხულია.

წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here