მთავარი საქართველოს კუთხეები უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი – ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი…

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი – ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი…

0
უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი – ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი…

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი.

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში მდებარეობს, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია.

სოფლის სახელწოდება სასირეთი, სავარაუდოდ, ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან – სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის „სირის“ შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე. წ. სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლმუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და XX საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი – ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a5%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here