ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
აღდგომის დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები, აცხობენ პასკებს.

ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.

ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აღდგომა დღეს ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამას ჭონაობას უწოდებდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.

მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

“ალათასა, ბალათასა,

ჩამოვკიდებ კალათასა,

დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე

ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”.

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა „მეჭონეებს“ გადასცემდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია. 3 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ჭონა-მივიწყებული-სააღდგ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ad%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network