მთავარი საზოგადოება როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს

როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს

0
როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს
#image_title

ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება.

ასე რომ, სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს.

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი რომ ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.

ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, დათესვამდე გარეცხეთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დილით წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ქილაში. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ და წყალი გადაავლეთ.

ლანგარზე (ან ნებისმიერ ჭურჭელზე, რომელზეც გვსურს ჯეჯილის გაზრდა) 2-3 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.

„ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ. დილა-საღამოს წყლით დანამეთ.

მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილას,სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით.

ამ სტატიის QR კოდი
დაასკანერეთ სტატიის სწრაფად გასაზიარებლად
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here